საიტი შექმნილია საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების დასახმარებლად. იმისათვის, რომ მათ გაუადვილდეთ სიახლეებთან შეგუება და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდეს სასწავლო პროცესის ტექნიკური თუ შინაარსობრივი მხარეების გააზრება, საიტზე წარმოდგენილია მაღალკურსელი სტუდენტების ნაშრომები და ასევე მიღებული შეფასებები. ამდენად, ეს პროცესი სრულიად გამჭვირვალე ხდება. ამას გარდა, საიტს ემატება კონტაქტის ველი, სადაც თქვენ შეგეძლებათ ნებისმიერი კითხვა დასვათ, რომელზედაც უშუალოდ სტუდენტებისგან მიიღებთ ამომწურავ პასუხს. გახსოვდეთ, რომ არ არსებობს უაზრო კითხვები, მით უმეტეს უნივერსიტეტს რაც შეეხება. დარწმუნებული იყავით, რომ თავიანთ დროზე საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობა, მათ შორის მეც, ვერ ერკვეოდა სრულად აქ არსებულ საგანმანათლებლო სისტემაში, ეს მხოლოდ გამოცდილების საკითხია... ასე რომ, ევროპული განათლების სისტემისკენ გადადგმული არცერთი ნაბიჯი თუ კითხვა არასდროს ჩაითვლება არასერიოზულად...